ჩოხატაურში, 2016 წელს გახსნილ ხელოვნების სასახლეში წყალი ჩადის

873

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 19 ნოემბერს, ჩოხატაურში ხელოვნების სასახლე გახსნა. როგორც “გურია ნიუსი” წერს, გახსნიდან რამდენიმე დღეში, შპს “ვექტორის” მიერ 2 499 000 ლარად აშენებულ სასახლეში რამდენიმე ხარვეზი აღმოჩნდა.

გამოცემა წერს,რომ სასახლეში ფანჯრები არ იღება, ვენტილაცია მხოლოდ ფოიესა და დარბაზშია, შენობას არც საგრიმიორო აქვს, არც გასახდელი და არც სარეპეტიციო დარბაზი. პრობლემაა სასახლის ვერანდაზე გასვლაც – ზოგ შემთხვევაში ე.წ. კარი 50 სანტიმეტრიანი რაფაა, კიდევ ერთი გასასვლელი კი დირექტორის კაბინეტზე გადის და ისიც კარი მხოლოდ შიგნიდან იღება, გარედან (ვერანდის მხრიდან) შეუძლებელია მისი გაღება.

2017 წლის ივნისსში ძლიერი წვიმის შედეგად, ხელოვნების სასახლეში წვიმა ჩავიდა, მას შემდეგ ეს პრობლემა მოუგვარებელი დარჩა. გამოცემა წერს, რომ სასახლეში სასახლეში წყალი ისევ ჩადის, ძველ ნაპრალებს კი ახალი დაემატა.

“ჩოხატაურის კულტურის სახლის მშენებლობა დაგეგმილი იყო 70-იან წლებში, შემდეგ ისმიწასთან გაასწორეს და აქ არაფერი იგეგმებოდა. ეს არის ძალიან დიდი შენაძენი ჩოხატაურისრაიონისთვის, მთლიანად გურიისთვის და საქართველოსთვის, რადგან ჩვენთვის ძალიანმნიშვნელოვანია რაიონებში კულტურული ცხოვრების აღორძინება და განვითარება.

აქ ბავშვები ივლიან, იქნება წარმოდგენები, შესაძლებელია კინოფილმების ჩვენებაც. ასევე,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის პერიოდში, აქედან წასული ოჯახები დაბრუნდნენდა იყოს სრული კულტურული ცხოვრება, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ნახონ ფილმები,დაესწრონ წარმოდგენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის, რადგანშესაძლებელია, ბევრი წრე მოეწყოს, აქ იქნება ბავშვების განათლება კულტურისმიმართულებით და მინდა, ჩოხატაურელებს მივულოცო ეს დიდი შენაძენი”, – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა ჩოხატაურში ხელოვნების სასახლის გახსნის ცერემონიაზე.