სამეგრელოში მერებს ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება დაევალათ

749

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მუნიციპალიტეტებისმერებს ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და არსებულის გამრავალფეროვნება დაავალა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ჩვენს რეგიონს აქვს ამოუწურავი ტურისტული პოტენციალი, უნდა შევქმნათ ახალი მარშრუტები. ძალიან წარმატებულია მარტვილის კანიონი, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ინფრასტრუქტურა ასევე განვავითაროთ ბალდას კანიონზე, სადაც ბევრად საინტერესო მარშრუტია ტურისტებისთვის. ტურისტული მარშრუტების განვითარება მოხდება მუხურში, ხობის წლის ხეობაში, ასევე ინწრას და სქურის მიმართულებით. უკვე ვმუშაობთ აბაშაში წყემის მიმართულების განვითარებაზე, გარდა ამისა აბაშის შემოსასვლელში განთავსდება ე.წ. “რეგიონის კარიბჭე”, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად მოხდება საინფორმაციო ცენტრის განთავსება, რომელიც მიიღებს რეგიონში შემოსულ ტურისტებს და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციებს, აქ არსებული ღირსშესანიშნაობების და ტურისტული ობიექტების შესახებ” – განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

რეგიონის მერებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე.