ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსად მერის ყოფილი მოადგილე ილია ზარდიაშვილი დაინიშნა. ის საქმიანობას დღეიდან, 26 თებერვლიდან შეუდგა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ზარდიაშვილი ამ თანამდებობაზე საჯარო მოხელეთა კონკურსის გავლის შემდეგ შეირჩა.
“ეს სფერო ნაცნობია ჩემთვის, მერის მოადგილე როცა ვიყავი, ინფრასტრუქტურის საკითხებთან ერთად, ეკონომიკის მიმართულებასაც ვხელმძღვანელობდი”, – ამბობს ზარდიაშვილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზარდიაშვილთან ერთად, კონკურსის წესით შერჩეული კიდევ ოთხი თანამშრომელი დანიშნა. მათ სხვადასხვა პოზიცია დაიკავეს მერიის ადმინისტრაციაში, კულტურის, საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის სამსახურებში.
ილია ზარდიაშვილი ახალციხის ვიცემერი 2017 წლის ნოემბრამდე იყო.