ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
გულედანის თქმით, პროექტი გარდამავალია და ის მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის, ჯამში, 821 ათასი ლარი იხარჯება. ადგილობრივების განცხადებით, სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ქვიშხეთისთვის ტურისტული მნიშვნელობის დაბრუნებას.
”დიმიტრი ყიფიანი მე-19 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისმა მოღვაწეობამ და პუბლიკაციებმა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.