“გურია ნიუსის” ცნობით, წელს ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრები ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში უქმდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ ეს ინფორმაცია „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა.
“იდეა ასეთია, რომ საგამოცდო ცენტრი არის იმ ქალაქებსა და ადგილებში, სადაც არის უმაღლესი სასწავლებელი. ადამიანი, რომელიც აპირებს ისწავლოს უმაღლეს სასწავლებელში, მას შეუძლია ერთხელ მაინც ჩავიდეს ამ თუ იმ საგამოცდო ცენტრში“, – თქვა ივა მინდაძემ.