საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან, ლევან გაჩეჩილაძისთვის გაცემული თანხის მიზნობრიობის შესწავლის მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ხაბეიშვილის ინფორმაციით, მერიამ გაჩეჩილაძეს ოცდაათი ათასი ლარი ოპერაციის დასაფინანსებლად გამოუყო, რაც მისივე ინფორმაციით კითხვის ნიშნებს ბადებს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერიის სარეზერვო ფონდიდან გაუმჭვირვალე თანხები გაურკვევლად ირიცხება და აუდიტი ამითაც უნდა დაინტერესდეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრმა სოლომონ ბაჯელიძემ  ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამ ადგილას ინფრასტრუქტურა განადგურებულია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „ფილები ბალახისგან არ იწმინდება, შესაბამისად ისინი დაზიანებულია და პლაჟზე სრულად მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი ხელისუფლება კი არ აწესრიგებს. მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ გამოიჩინონ კეთილი ნება და ტურისტული ზონა დროულად მოაწესრიგონ. აეროპორტიდან წამოსულ ტურისტს მოუწესრიგებელი სივრცე ხვდება,...
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორატისთვის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტენენ. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. ენმ-ს წევრის გიგა შუშანიას თქმით, მთავრობის დაპირება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით არის მორიგი ტყუილი და მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ნაწილი. "ორი წლის წინ პრემიერი და ქუთაისის მერი გვიცხადებდნენ, რომ ორ წელიწადში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტს მიიღებდა. დღეს ვხედავთ, რომ ადგილზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს და მხოლოდ ბაყაყები არიან აქ....
წინა სტატია ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას თქმით, მერია საკრებულოს გაზრდილ ხელფასებს დასამტკიცებლად უკვე მეხუთედ, უცვლელად გადაუგზავნის. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე თქვა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. "გაუგებარია რატომ მთავაზობენ სარგოს გაზრდას, როდესაც მე ხელფასის მატებაზე უარი განვაცხადე. მთავაზობენ დანარჩენ თანამშრომლებს მოვაკლო ხელფასი და ჩემი გაიზარდოს. ეს საკრებულოს მხრიდან არის საბოტაჟი, პროვოკაცია", – განაცხადა ლევან ლიპარტიამ. მისი თქმით, მესამე თვეა მერიის თანამშრომლები უხელფასოდ მუშაობენ: "...
თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თვით გადაიკეტა. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე ავტობუსების დროებითი მარშრუტი დაინიშნა. სამი ავტობუსი ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ხიდს,...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. ვის შეიძლება მიენიჭოს საპატიო მოქალაქის წოდება? წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის ოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, საეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით აქვს:          განსაკუთრებული დამსახურება გორის ან/და საქართველოს წინაშე; ...
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 6კმ-იანი მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში მდებარეობს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო  მონაკვეთს  მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია გააჩნია. ამ გზით  როგორც ადილობრივი, ასევე საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება, რის გამოც აღნიშნულ გზაზე მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად გაიზარდა. პროექტი ითვალისწინებს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას. ასევე, ახალი წყალგამტარი მილების, გაბიონების, საყრდენი კედლების,...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი  საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ნოემბრიდან ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები განახლებული და კომფორტული გზით შეძლებენ  გადაადგილებას.  ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. როექტი ითვალისწინებს ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობას.  ასევე, გაკეთდება საგზაო ნიშნები და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია...
ყვარლის მუნიციპალიტეტში საუკუნოვანი კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძეს თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება იგეგემება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. ,,ვიცნობთ პრობლემას და საუკუნოვანი კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ, 3 კვირაში დაიწყება", - აცხადებს ბარამიძე. მოსახლეობის განცხადებით, კოშკი უკვე რამდენიმე თვეა ინგრევა.
რკინის კვერცი რომელიც რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაკეთდა, უკვე 9 თვეა უმისამართოდ დაგორავს. ის მოცულობით ესკიზთან შედარებით საკმაოდ დიდია. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს. სიმპოზიუმის ფარგლებში კიდევ 10 სკულპტურა დამზადდა, ისინი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დადგეს. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხმა თავის დროზე მერიის შესაბამისი სამსახურის და ასევე ჟიურის წევრების დიდი მოწონება დაიმსახურა (რადგან სკულპტურების შერჩევა კონკურსის წესით მოხდა), ის მაინც უპატრონოდ...
რუსთავის მერია სანაპიროს ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობით უკმაყოფილოა. ინფრასტრუქტურის სამსახურმა, ვიზუალური და ლაბორატორიული დასკვნის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზის გამო, სანაპიროს ქუჩის მცირე მონაკვეთზე გზის საფარის დაგების ხარისხი დაიწუნა, რის გამოც ობიექტი არ ჩაიბარა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ქუჩა რამდენჯერმე გადათხარეს და ახალი ასფალტი დააგეს, თუმცა გზის საფარი მალე დაზიანდა. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეული ვადა მიეცა. "ინფო რუსთავი"-ს...
ქუთაისის მერიამ  "თეთრი ხიდის"  სარეაბილიტაციო  სამუშაოების შესრულებისათვის ტენდერი გამოაცხადა.  ტენდერის მიხედვით სამუშაოებისათვის 444 996 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო წინადადებების მიღება 28 მარტიდან  იწყება და 03. აპრილამდე  გაგრძელდება. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს ლითონის კონსტრუქციების გამაგრებას, ფეხით სავალი ნაწილის არსებული ზედაპირის გამოცვლას და მასზე თეთრი ქვების იმიტირებული დეკორატიული ელემენტების განთავსებას -ქვის გარშემო მინის იატაკის გამოყენებით. იგეგმება ხიდის მიმდებარე გრანიტის ფილების შეცვლა და ახლის მოწყობა. "თეთრი...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მოხალისეებმა 100 ძირი ნერგი დარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ავრცელებს. გიორგი ეგნატაშვილის თქმით, ნერგებს შორის კავკასიურის გარდა, შავი ფიჭვია. აქციაში მონაწილეობა, ძირითადად, რუისელმა ახალგაზრდებმა მიიღეს. გიორგი ეგნატაშვილი ამბობს, რომ გამწვანების აქციები გაზაფულობით და შემოდგომით იმართება. დღევანდელ აქციაზე კი, ფიჭვები რუისის სერზე დარგეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შემოდგომიდან ხობის რამდენიმე სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. უწყების ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შემოდგომიდან ყულევის, შუა ხორგის და ქარიატას მოსახლეობა 24 - საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამინისტროს განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს 34 კმ სიგრძის წყლის მაგისტრალის მოწყობას. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის...
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, აგრძელებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე (მგგ) მუშაობას და საზოგადოებას შუალედურ ანგარიშს სთავაზობს. კერძოდ, ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტის“ მიერ, მერიისთვის წარდგენილი მგგ-სგანახლებული მასალებიდან ირკვევა, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციებისახლებურად მოწყობისა და რელოკაციის ფინანსური და ეკონომიკური საკითხები კვლავ ბუნდოვანია. დოკუმენტის SWOT ანალიზის ნაწილში, საფრთხეებად ავტორები თავად ასახელებენ მგგ-ს გადაწყვეტების ფინანსურ უზუნველყოფას და კერძო და საჯარო ინტერესების შეუთანხმებლობას, რაც ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან კვლევის პროცესში ორგანიზაციას მომართა უამრავმა მოქალაქემ,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, ბოლშევიკური სახელდების მქონე ქუჩებისთვის სახელების გადარქმევაზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. "მე მაქვს ინიციატივა, რომ ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადამიანები, რომელთაც გარკვეული დამსახურება აქვთ, წამოვწიოთ. მნიშვნელოვანია ჩვენმა მომავალმა თაობამ იცოდეს, თუ რა არის ის ღირებულება, რითაც ადამიანის სახელის უკვდავყოფა შეიძლება, და თუ ადამიანის დახვრეტაა ჩვენთვის მთავარი ღირებულება, თუ საზოგადოებას უნდა რომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ