ხობის რამდენიმე სოფელში 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

647

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შემოდგომიდან ხობის რამდენიმე სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

უწყების ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შემოდგომიდან ყულევის, შუა ხორგის და ქარიატას მოსახლეობა 24 – საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სამინისტროს განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს 34 კმ სიგრძის წყლის მაგისტრალის მოწყობას. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.