ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მოხალისეებმა 100 ძირი ნერგი დარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ავრცელებს.
გიორგი ეგნატაშვილის თქმით, ნერგებს შორის კავკასიურის გარდა, შავი ფიჭვია. აქციაში მონაწილეობა, ძირითადად, რუისელმა ახალგაზრდებმა მიიღეს. გიორგი ეგნატაშვილი ამბობს, რომ გამწვანების აქციები გაზაფულობით და შემოდგომით იმართება. დღევანდელ აქციაზე კი, ფიჭვები რუისის სერზე დარგეს.