ყვარლის მუნიციპალიტეტში საუკუნოვანი კოშკის ნაწილი ჩამოინგრა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძეს თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება იგეგემება. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
,,ვიცნობთ პრობლემას და საუკუნოვანი კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ, 3 კვირაში დაიწყება”, – აცხადებს ბარამიძე.
მოსახლეობის განცხადებით, კოშკი უკვე რამდენიმე თვეა ინგრევა.