რუსთავის მერია სანაპიროს ქუჩაზე გზის საფარის ხარისხით უკმაყოფილოა

1182

რუსთავის მერია სანაპიროს ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობით უკმაყოფილოა. ინფრასტრუქტურის სამსახურმა, ვიზუალური და ლაბორატორიული დასკვნის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზის გამო, სანაპიროს ქუჩის მცირე მონაკვეთზე გზის საფარის დაგების ხარისხი დაიწუნა, რის გამოც ობიექტი არ ჩაიბარა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ქუჩა რამდენჯერმე გადათხარეს და ახალი ასფალტი დააგეს, თუმცა გზის საფარი მალე დაზიანდა.

სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეული ვადა მიეცა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა, სანაპიროს ქუჩაზე ახალი ასფალტის საფარი გუშინ გვიან ღამით დააგეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენად ხარისხიანად მოხდა სამუშაოების წარმოება.