საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან, ლევან გაჩეჩილაძისთვის გაცემული თანხის მიზნობრიობის შესწავლის მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
ხაბეიშვილის ინფორმაციით, მერიამ გაჩეჩილაძეს ოცდაათი ათასი ლარი ოპერაციის დასაფინანსებლად გამოუყო, რაც მისივე ინფორმაციით კითხვის ნიშნებს ბადებს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ მერიის სარეზერვო ფონდიდან გაუმჭვირვალე თანხები გაურკვევლად ირიცხება და აუდიტი ამითაც უნდა დაინტერესდეს.