ქუთაისში “თეთრი ხიდის” რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

1987

ქუთაისის მერიამ  “თეთრი ხიდის”  სარეაბილიტაციო  სამუშაოების შესრულებისათვის ტენდერი გამოაცხადა.  ტენდერის მიხედვით სამუშაოებისათვის 444 996 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო წინადადებების მიღება 28 მარტიდან  იწყება და 03. აპრილამდე  გაგრძელდება. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

“თეთრი ხიდის” რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს ლითონის კონსტრუქციების გამაგრებას, ფეხით სავალი ნაწილის არსებული ზედაპირის გამოცვლას და მასზე თეთრი ქვების იმიტირებული დეკორატიული ელემენტების განთავსებას -ქვის გარშემო მინის იატაკის გამოყენებით. იგეგმება ხიდის მიმდებარე გრანიტის ფილების შეცვლა და ახლის მოწყობა.

“თეთრი ხიდი”  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რის გამოც დაგეგმილი სამუშაოები შეთანხმებულია სსიპ “კულტური მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან”.

სამუშაოების პროექტირება არქიტექტორმა გია ხუჯაძემ შეასრულა. “თეთრი ხიდის” რეაბილიტაციის ინიციატივა ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ეკუთვნის. სამუშაოებს სრულად ქუთაისის თვითმმართველობა დააფინანსებს.