გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
ვის შეიძლება მიენიჭოს საპატიო მოქალაქის წოდება?
წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის ოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, საეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით აქვს:
- განსაკუთრებული დამსახურება გორის ან/და საქართველოს წინაშე;
- მნიშნელოვანი წვლლი შეტანილი გორის ან/დ საქართველოს განვითარების საქეში;
- მნიშვნელოვან წვლილი შეტანილი გორთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
ვის და როგორ შეუძლია კანდიდატურის წამოყენება?
გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
- საზოგადოებრვ, პროფესიულ შემოქმედებით კაშირებსა და ორგანიზაციებს
- მუნიციპალიტეტის მერს;
- საკრებულოს თავმჯდომარეს;
- საკრებულოს სიითი შემადგენლობს 1/3-ს.
- საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;
- გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს.
როგორ ხდება კანდიდატურის წარდგენა?
კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია წერილობითი ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:
- წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების შესახებ;
- ბიოგრაფიული მონაცემები;
- კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
- წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ვინ და რა ფორმით ანიჭებს პირს საპატიო მოქალაქის წოდებას?
წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობები შეჯერებას და განხილვას აწარმოებს გორის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოებს წარმომადგენლები.
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისთვის წოდების მინიჭების საკითხს წყვეტს მუნიციპალიტეტის მერი.
საბოლოო გადაწყვეტილებას აფორმებს მერი, ბრძანების სახით.