გასული წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივების სოციალური დახმარებისათვის 620 ათასი ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სამედიცინო დახმარებისთვის გორის მერიას 1173 მოქალაქემ მიმართა. მერიას მათთვის 343 ათასი ლარი გამოყო.
გარდა ამისა, 263 მოქალაქეს 26 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები შეუძინეს.
2017 წელის განმავლობაში გორის მერიამ 880 მოქალაქის ფინანსურად დასახმარებლად 191270 დახარჯა.
კომუნალური დახმარებისათვის კი მერიამ 58800 ლარი გამოყო. თანხა...
წინა სტატია
"სიტი პარკს" მერიის დადგენილება ოფიციალურად გადაეცა, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტი კომპანიასთან თანამშრომლობას წყვეტს. კომპანიის იურისტი თამარ შუბითიძე აცხადებს, რომ ჯერ საქმის მასალები არ გადასცემიათ, ამიტომ სამართლებრივი ბრძოლის გზებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებენ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
"კომპანიას მხოლოდ დღეს ჩაბარდა თბილისის მთავრობის განკარგულება ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით. ამას აქვს კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა. განკარგულების გამოგზავნის მიუხედავად კომპანიას არ ჩაბარებია საქმისწარმოების მასალები, კომპანია...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, 5 მეტრი სიგრძის ხიდისა და ლითონის მილხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმების შედეგად სავალი გზის ნაწილი იტბორებოდა, რაც მოსახლეობის გადაადგილებას ხელს უშლიდა.
მუნიციპალიტეტის განცხადებით სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 13209 ლარს.
სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ ლაკადა-2016“.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, (ჯუმითის უბანი) მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად დაათვალიერა.
ხიდის მშენებლობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს და 80 000 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს შ.პ.ს. ,,თენგო +" ასრულებს.
ხიდის სიგრძე 30, ხოლო სიგანე 3 მეტრია.
ქალაქ სენაკში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე, სანიაღვრე არხები იწმინდება. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოები უკვე დასრულდა შენგელიასა და გაბაშვილის ქუჩებზე. ამ ეტაპზე, შლამისა და ინერტული მასალისგან იწმინდება მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხი.
სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიაერეს მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ.
სამუშაოებს ასრულებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები.
ქედაში ისტორიულ ციხეებთან მისასვლელი გზები მოეწყობა.
პროექტის მიხედვით, იგეგმება სოფელ პირველ მაისში საღორეთისა და ცივასულას ციხეებთან ინფრასტრუქტურის, ხოლო წონიარისში ჯაიმელას ისტორიულ ხიდთან და გულებში ქილისას უძველეს ეკლესიასთან მისასვლელი გზების მოწესრიგება.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ბილიკები და ბეტონის საფეხურები. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
https://www.youtube.com/watch?v=4faF62RlmnE&feature=youtu.be
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რაც გზების ორმულ შეკეთებას გულისხმობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები - ბარამიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თავისუფლების, მეუნარგიას, პუშკინის, ქუთაისის, მესხიას, თამარ მეფისა და ჯანაშიას ქუჩებზე განხორციელდება.
მერიის განცხადებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულების შემდეგ, შიდა გზების სრული რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთის კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდეა გამოყოფილი.
წინა სტატია
თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე კომპანია სიტი პარკის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ კომპანიის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ვიცემერის განცხადება თბილისის მერიამ გაავრცელა.
“კატეგორიულად არ ვეთანხმები კომპანია „სითი პარკის“ მფლობელების მიერ გავრცელებულ უსაფუძვლო განცხადებას. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში, სამართლიანად და ობიექტურად მიიღო. აქედან გამომდინარე, კომპანიის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს...
ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ არსებული 3 ათას 580 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადაეცა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ტელევიზიის ცნობით, საკითხს ხულოს საკრებულოს სხდომაზე დეპუტათთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების პროტესტის მიზეზი გახდა.
https://www.youtube.com/watch?v=B-jvfA82Ip0&feature=youtu.be
ოთარ შაინიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობამ ეს ტერიტორია მიზნობრივად ვერ გამოიყენა. ბრალდება ხულოს მერიაში უსაფუძვლოდ მიაჩნიათ. გოჩა მელაძის განცხადებით, კურორტ გოდერძის განაშენიანების გეგმის...
წინა სტატია
კომპანია "სიტი პარკმა" თბილისის მერიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელი განცხადება შპს „სი-ტი პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ არის უკანონო, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ ეპყრობა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს. მთელი სახელმწიფო აპარატი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩათვლით, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ძალების მიერ და მოქმედებდა კოორდინირებულად, „სი-ტი პარკ“-ის საქართველოდან უკანონოდ...
ამბროლაურში, ბრატისლავა–რაჭის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 131 000 ლარი შეადგინა. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს.
ეს უკვე მეორე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა.
პროექტის მიზანია ქალაქის იერ-სახის მოწესრიგება და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.
შიდა ქართლის რეგიონში, ტურისტულ ზონებში, მათ შორის ბატეთის ტბაზე პირველადი მოხმარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი კახა სამხარაძის განცხადებით ბატეთის ტბასთან 3-4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება და მთელი რეგიონის ტურისტულ ზონებში შესაბამისი ბილიკები მოეწყობა.
კახა სამხარაძის თქმით, ტურისტული მიმართულებით მნიშვნელოვანია სასტუმროების მშენებლობის საკითხიც: „ამ ეტაპზე ქვიშხეთში სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. მასში მინიმუმ 27 ნომერი განთავსდება. შედარებით დაბალი კლასის და...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ განაცხადა, რომ საკრებულო მუნიციპალიტეტის 18-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში იწყებს გასვლით სხდომებს. ინფორმაციას "მარნეულის რადიო" ავრცელებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, ნინო ბერიძის თქმით აღნიშნული გასვლითი სხდომები ხელს შეუწყობს საკრებულოს ინფორმირებულობას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.
"ამ შეხვედრებზე იქნება პრობლემებზე საუბარი, ვისაუბრებთ გაკეთებულ ინფრასტრუქტურაზე და რა არის მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იმ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში. გასვლით სხდომებში აქტიურ მონაწილეობას...
წინა სტატია
ადიგენში, სოფელ არალში, ჯერ ისევ არ დასრულებულა 2015 წელს დაწყებული სკოლის მშენებლობა. სამუშაოები შეჩერებულია, ძველი გაკეთებული უკვე დაზიანებული. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი ტენდერი აქვთ გამოსაცხადებელი. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
დგილობრივები აბობენ, რომ მუშებს იშვიათად ხედავენ. არადა, კომპანია Rooms–ს სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. გამოცემის ცნობით, ახალი რაც სკოლაში დახვდათ ჟურნალისტებს, მხოლოდ ეზოში აშენებული საქვაბეა.
განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო...
ბორჯომში თორის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელს რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ცენტრალური გზის მიმდებარედ აქტიურად მიმდინარეობს არხის კედლების მშენებლობა, ასევე ცხაურებისა და გოფრირებული მილების მოწყობა.
სანიაღვრე სისტემა წლებია მოუწესრიგებელია, უხვი ნალექის დროს კი, წყლით იტბორებოდა და ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას ხელს უშლიდა.
პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
პროექტი უახლოეს მომავალში დასრულდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება. ინფორმაციას "სპექტრი" ავრცელებს.
სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 367 367 ლარი გამოიყო. რეაბილიტაციას შპს „ინტერ +“ ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება სახურავი, საბავშვო ჯგუფებში მიმდინარეობს შიდა კოსმეტიკური სამუშაოები, მონტაჟდება ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები, ასევე კეთილმოეწყობა ეზო.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































