ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში საავტომობილო ხიდი შენდება

684

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, (ჯუმითის უბანი) მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად დაათვალიერა.

ხიდის მშენებლობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს და 80 000 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს შ.პ.ს. ,,თენგო +” ასრულებს.

ხიდის სიგრძე 30, ხოლო სიგანე  3 მეტრია.