ადიგენში, სოფელ არალში, ჯერ ისევ არ დასრულებულა 2015 წელს დაწყებული სკოლის მშენებლობა. სამუშაოები შეჩერებულია, ძველი გაკეთებული უკვე დაზიანებული. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი ტენდერი აქვთ გამოსაცხადებელი. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
დგილობრივები აბობენ, რომ მუშებს იშვიათად ხედავენ. არადა, კომპანია Rooms–ს სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. გამოცემის ცნობით, ახალი რაც სკოლაში დახვდათ ჟურნალისტებს, მხოლოდ ეზოში აშენებული საქვაბეა.
განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ მშენებლობა პროექტში შესული ცვლილებების გამო შეჩერდა და ერთ კვირაში განახლდება.
არლის სკოლის მშენებლობა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს შპს “Civil Construction” ასრულებდა, თუმცა, მისი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, მშენებლობა შეჩერდა. ის, რაც გაკეთებული იყო, შენობაში ჩასულმა წვიმის წყალმა დააზიანა, ფასადიდან ჩამოცვივდა ფილები.
სამინისტრომ სამუშაოების დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოაცხადა. სააგენტოს პროექტში ცვლილებების შესადანად და ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად თითქმის ხუთი თვე დასჭირდა.
განათლების სამინისტროს არლის სკოლის მშენებლობისთვის, თავდაპირველი გათვლებით, 1 698 000 ლარი უნდა დაეხარჯა. ახლა თანხა გაცილებით დიდია. Civil Construction–მა, რომელმაც სამშენებლო სამუშაოების 70%–ზე მეტი შეასრულა, 1 307 000 ლარი დახარჯა. Rooms–თან ხელშეკრულება 500 000 ლარზე გაფორმდა. დაზიანებული ოთახების ხელახლა გასაკეთებლად კი ტენდერი, ორ კვირაში, დაახლოებით 350 000 ლარზე გამოცხადდება.