ქალაქ სენაკში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე, სანიაღვრე არხები იწმინდება. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოები უკვე დასრულდა შენგელიასა და გაბაშვილის ქუჩებზე. ამ ეტაპზე, შლამისა და ინერტული მასალისგან იწმინდება მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხი.
სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიაერეს მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ.
სამუშაოებს ასრულებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები.