ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში, საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 367 367 ლარი გამოიყო. რეაბილიტაციას შპს „ინტერ +“ ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, შენობაში შეიცვლება სახურავი, საბავშვო ჯგუფებში მიმდინარეობს შიდა კოსმეტიკური სამუშაოები, მონტაჟდება ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები, ასევე კეთილმოეწყობა ეზო.