2017 წელს გორის მერიას სოციალური დახმარებისთვის 2900 მოქალაქემ მიმართა

600

გასული წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივების სოციალური დახმარებისათვის  620 ათასი ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სამედიცინო დახმარებისთვის გორის მერიას 1173 მოქალაქემ მიმართა. მერიას მათთვის 343 ათასი ლარი გამოყო.

გარდა ამისა, 263 მოქალაქეს 26 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები შეუძინეს.

2017 წელის განმავლობაში გორის მერიამ 880 მოქალაქის ფინანსურად დასახმარებლად 191270 დახარჯა.

კომუნალური დახმარებისათვის კი მერიამ 58800 ლარი გამოყო. თანხა გორის 594  მკვიდრზე გადაანაწილეს.