ამბროლაურში მრავალბინიან საცხოვრებელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

626

ამბროლაურში, ბრატისლავა–რაჭის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლის რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 131 000 ლარი შეადგინა. ინფორმაციას iregions.ge ავრცელებს.

ეს უკვე მეორე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა.

პროექტის მიზანია ქალაქის იერ-სახის მოწესრიგება და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.