ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ არსებული 3 ათას 580 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადაეცა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ტელევიზიის ცნობით, საკითხს ხულოს საკრებულოს სხდომაზე დეპუტათთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების პროტესტის მიზეზი გახდა.
ოთარ შაინიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობამ ეს ტერიტორია მიზნობრივად ვერ გამოიყენა. ბრალდება ხულოს მერიაში უსაფუძვლოდ მიაჩნიათ. გოჩა მელაძის განცხადებით, კურორტ გოდერძის განაშენიანების გეგმის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე ტურისტების მოსაზიდად ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი.