ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რაც გზების ორმულ შეკეთებას გულისხმობს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები – ბარამიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თავისუფლების, მეუნარგიას, პუშკინის, ქუთაისის, მესხიას, თამარ მეფისა და ჯანაშიას ქუჩებზე განხორციელდება.
მერიის განცხადებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულების შემდეგ, შიდა გზების სრული რეაბილიტაცია იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთის კი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდეა გამოყოფილი.