წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხიდისა და ლითონის მილხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

657

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, 5 მეტრი სიგრძის ხიდისა და ლითონის მილხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმების შედეგად სავალი გზის ნაწილი იტბორებოდა, რაც მოსახლეობის გადაადგილებას ხელს უშლიდა.

მუნიციპალიტეტის განცხადებით სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 13209 ლარს.

სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ ლაკადა-2016“.