ქედაში ისტორიულ ციხეებთან მისასვლელი გზები მოეწყობა.
პროექტის მიხედვით, იგეგმება სოფელ პირველ მაისში საღორეთისა და ცივასულას ციხეებთან ინფრასტრუქტურის, ხოლო წონიარისში ჯაიმელას ისტორიულ ხიდთან და გულებში ქილისას უძველეს ეკლესიასთან მისასვლელი გზების მოწესრიგება.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ბილიკები და ბეტონის საფეხურები. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.