ქალაქ ქუთაისში დასუფთავების აქცია მოეწყო. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქის ერთ-ერთი შემოსასვლელი, ნიკეას ქუჩასთან არსებული ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქციაში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და საკრებულოს წევრები ჩაერთნენ. აღნიშნული აქციის ორგანიზატორი მყარი ნარჩენების კომპანია და ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალური სერვისები“ იყო. დასუფთავების აქციები ქუთაისში, სხვადსხვა უბნებში პერმანენტულად გაგრძელდება.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. საუბარია გამხმარ და ავარიულ მცენარეებზე, რომლებსაც სანიტარული ჭრა შეეხებათ. თუმცა, „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორ ზვიად ქარჩავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბაღის ტერიტორიაზე ხეები არ მოჭრილა, არამედ უკვე წაქცეული დაამუშავეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. "ამის შემდეგ ვაპირებთ აღვრიცხოთ, გავზომოთ. მერე ამას გადავცემთ მერიას, რომელიც შემდეგ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგებს. ეს არის ჩვენი...
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შპს „ქართული მინერალური მასალების“ ქვიშისა და კირქვის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. საწარმო პირველ ეტაპზე 60, ხოლო  უახლოეს პერიოდში 400-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. კომპანიამ „ქართული მინერალური მასალები“ საწარმოში 7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კომპანიას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს ნედლეულის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების დიდი გაერთიანების შექმნა, რაც,...
წინა სტატია პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – მეორე ფაზა“, გახსნით კონფერენციაზე სიტყვით რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე გამოვიდა. ზურაბ ალავიძემ ახალი ინიციატივის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი ინიციატივა მხარს უჭერს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის განხორციელებას, ადგილობრივი ეკონომიკური ხედვის განვითარებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. „იწყება თვისობრივად ახალი ეტაპი საქართველოს თვითმმართველობების განვითარებაში, პროექტის მეორე ფაზის დაწყება კი გულისხმობს...
წინა სტატია გორის დიდ ქუჩებს პარლამენტარისა და მისი მეუღლის კომპანიები აკეთებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერები მოიგეს. ამათგან, ერთი ეკუთვნის პარლამენტარს, გორის მაჟორიტარ დეპუტატს იოსებ მაკრახიძეს, ხოლო მეორე კომპანია - მის მეუღლეს, ციცინო კალანდაძეს. მეწილეები კი, ოჯახის სხვა წევრები არიან. ჯამში, მეუღლეების კომპანიების წყალობით, გორის მერიამ დანაზოგის...
წინა სტატია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – მეორე ფაზა“, გახსნით კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა გადაიდგას ძალიან კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების როგორც უფლებამოსილებები, ასევე მათი ფინანსური და სხვა მატერიალური რესურსები. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა, როგორიცაა ადამიანური რესურსებისა და რეგიონული განვითარება. „რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს,...
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განცხადებით, ვაკანტურია დუისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უმცროსი სპეციალისტის, ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, იურიდიული სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, ძეგლთა დაცვის...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში - მეორე ფაზა“, გახსნით კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, ხელისუფლებას აქვს მყარად ჩამოყალიბებული ნება იმისა, რომ საქართველოში გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და დეცენტრალიზაციის კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა განხორციელდეს. „დეცენტრალიზაცია არის ის მიმართულება, რომელიც არის აუცილებლად გასატარებელი ჩვენი ქვეყნის მიერ. დეცენტრალიზაცია არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის, არამედ არის აუცილებელი პირობა დემოკრატიული სისტემის,...
საქართველოს წამყვანი მედია საშუალებების 40 ჟურნალისტი დაესწრო საინფორმაციო შეხვედრას საქართველოს სოფლის განვითარების პრიორიტეტებისა და 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ, რომელიც 17-18 მარტს ყვარელში გაიმართა. ინფორმაციას UNDP ავრცელებს. საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. „სოფლის განვითარება საქართველოსათვის ახალი, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონცეფციაა. მისი დანერგვა და განხორციელება...
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძებში, დღეს დასუფთავების აქცია მინდინარეობს. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. აქციაში ჩართულები იყვნენ მერის წარმომადგენლები, მეკეიძების საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სოფლის მოსახლეობა. ასევე, აქციის ფარგლეებში დასუფთავდა სოფლის ცენტრი და ცენტრალური გზები.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, რუსთაველის უბანში საავტომობილო გზის პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. რუსთაველის უბანში 3 კმ.-ის მანძილზე დაიგო ასფალტირებული გზის პირველი ფენა და მიმდინარეობს სანიაღვრე არხები მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი“ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი დაფინანსებულია  712 000 ლარით.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაცის ცნობით, თამარ მეფის გამზირსა და ნონეშვილის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე II ფენა ასფალტის საფარი იგება. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ღია სანიაღვრე არხი დაიხურა. ასევე, ტროტუარზე დამონტაჟებულია ბაზალტის ბორდიურები და დეკორატიული ფილები. სამუშაოები ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 ქუჩიდან 16 უკვე კეთილმოეწყო. სამუშაოების ღირებულება ჯამში 4 მილიონ 479 ათას ლარს შეადგენს. ბარცხანის ქუჩების...
ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ წევრის, კობა ლურსმანაშვილის ორგანიზებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი „სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა წარმოადგენდა. ზაზა გაბუნიამ სტუდენტებს კომიტეტის სამუშაო გეგმა გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარე „სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს ფისკალური დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა და 2018 წელს დაგეგმილი რეფორმის ის სამი მიმართულება გააცნო, რომელთა სრულყოფაზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთობლივად მუშაობს. კომიტეტის...
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,ელკანასთან“ და ,,აფხაზინტერკონტი“ ერთად, თეატრის წინ მდებარე სკვერის რეაბილიტაციას განახორციელებს. ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტით გათვალისწინებულია ძელ-სკამების, სანაგვე ურნების, ლაითბოქსის,  Wi-fi, განათების, ქვაფენილის, მემორიალისა და შადრევანის მოწყობა. აღნიშნული პროექტი  ჭიათურის მერიის სხდომათა დარბაზში განიხილეს, რომელსაც ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე, ეკონომიკის სამსახურის უფროსი გიორგი ბიწაძე ,,ელკანასა“ და ,,აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლები და...
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის გზების შემუშავების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სტრატეგიული კვლევა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მასშტაბური კვლევის ჩატარება საზოგადოება ,,ბილიკთან“ ერთად იგეგმება. საზოგადოება სულ ხუთ თემში: გორის, ხიდისთავის, ქვახვრელის, ნიქოზის და ბერბუკის თემებში გამოიკითხება. ადამიანებთან გასაუბრება 12 სოფელში იგეგმება. საერთო ჯამში 500 რესპონდენტი გამოიკითხება. კვლევის დასრულების შემდეგ იგეგმება ინფორმაციის მიღება, თუ როგორ ურთიერთობს ხელისუფლება საზოგადოებასთან. ამას...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ბაღდათი -საკრაულას ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს.“სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. პროექტი აღნიშნულ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს, გზის საშუალო ფართი კი 4,5 მეტრს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში ასევე ორ ადგილზე გაკეთდა გზის გვერდების დამცავი რკინა- ბეტონის საყრდენი კედელი, წყალმიმღები ცხაურები და მილ- ხიდები. პროექტის ღირებულება 514,675 ლარს შეადგენს. აქედან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ