ახმეტის მერიამ დამატებით 7 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

631

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 7 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განცხადებით, ვაკანტურია დუისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უმცროსი სპეციალისტის, ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, იურიდიული სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, ძეგლთა დაცვის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და შიდა აუდიტის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციები.

დავით აბულაძის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა 28 მარტს დასრულდება. მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი.

„სამ ვაკანსიაზე სამუშაო გამოცდილება არ არის საჭირო, ხოლო ორ პოზიციაზე საჭიროა 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, 2 ვაკანსიაზე კი – 1 წლიანი. კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ უმარლესი განათლება. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც გულისხმობს განაცხადების გადარჩევას, წერით დავალებას და გასაუბრებას. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა განაცხადის შევსების დროს უნდა ატვირთოს: სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ცნობა; შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ცნობა; სამოტივაციო წერილი“, – განაცხადა დავით აბულაძემ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე ანაზღაურება 450-დან 700 ლარამდე მერყეობს.