ხულოს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს

551

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძებში, დღეს დასუფთავების აქცია მინდინარეობს. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

აქციაში ჩართულები იყვნენ მერის წარმომადგენლები, მეკეიძების საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სოფლის მოსახლეობა.

ასევე, აქციის ფარგლეებში დასუფთავდა სოფლის ცენტრი და ცენტრალური გზები.