ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის გზების შემუშავების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სტრატეგიული კვლევა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მასშტაბური კვლევის ჩატარება საზოგადოება ,,ბილიკთან“ ერთად იგეგმება. საზოგადოება სულ ხუთ თემში: გორის, ხიდისთავის, ქვახვრელის, ნიქოზის და ბერბუკის თემებში გამოიკითხება. ადამიანებთან გასაუბრება 12 სოფელში იგეგმება. საერთო ჯამში 500 რესპონდენტი გამოიკითხება.
კვლევის დასრულების შემდეგ იგეგმება ინფორმაციის მიღება, თუ როგორ ურთიერთობს ხელისუფლება საზოგადოებასთან. ამას კი, ფოკუს ჯგუფების დახმარებით უზრუნველყოფენ.
საზოგადოება ,,ბილიკისა“ და ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებას“ მსგავსი კვლევების პრაქტიკა უკვე აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ფორმით, გარკვეულ ცვლილებამდე მივლენ.
პროექტი, რომელიც გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო და 28 მაისს დასრულდება, ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსტა გაერთიანების“ ხელშეწყობით ხორციელდება.