ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ბაღდათი -საკრაულას ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. ინფორმაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს.“სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
პროექტი აღნიშნულ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს, გზის საშუალო ფართი კი 4,5 მეტრს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში ასევე ორ ადგილზე გაკეთდა გზის გვერდების დამცავი რკინა- ბეტონის საყრდენი კედელი, წყალმიმღები ცხაურები და მილ- ხიდები.
პროექტის ღირებულება 514,675 ლარს შეადგენს. აქედან სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხის 95% , რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხოლო 5% მუნიციპალური თანადაფინანსებით გამოიყო. აღნიშნული პროექტი დასრულების პროცესშია.
დარჩენილ ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე ამ დროისათვის წვრილმარცვლოვანი ფენის მოწყობა მიმდინარეობს.
მიღება-ჩაბარების საკითხი შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ განიხილება.