ირაკლი კობახიძე: რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება ადგილობრივ დონეზე ადამიანური რესურსის განვითარებაა

807

წინა სტატია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პროექტის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – მეორე ფაზა“, გახსნით კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა გადაიდგას ძალიან კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების როგორც უფლებამოსილებები, ასევე მათი ფინანსური და სხვა მატერიალური რესურსები. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა, როგორიცაა ადამიანური რესურსებისა და რეგიონული განვითარება.

„რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს, სწორედ, ადგილობრივ დონეზე, ადამიანური რესურსების განვითარება და თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარება. ცალკე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რა თქმა უნდა, რეგიონული განვითარება, რასაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში. დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები. შემუშავდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის, რეგიონული განვითარების სტრატეგიები და საჭიროა მუშაობის გაგრძელება იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს რეგიონული განვითარების მდგრადი სისტემა, ამის გარეშე რთული იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, რომელიც დაკავშირებულია, ზოგადად, სწორ და მყარ რეგიონულ განვითარებასთან. სოციალურ -ეკონომიკურ განვითარებასთან,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში აქტიურადაა ჩართული, მათ შორის საერთაშOრისო პარტნიორებს, რომელთა წვლილიც რეფორმირების პროცესში არის ფასდაუდებელი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ სუბიექტის როლი ამ პროცესში, რომელიც არის ჩართული დეცენტრალიზაციაში, რეგიონულ განვითარებაში. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელსაც შეაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შესაბამისი რეფორმების გატარებაში. ასევე, მე მინდა, ხაზი გავუსვა საპარლამენტო კომიტეტის როლს ამ პროცესში. ბატონი ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით კომიტეტი იქნება ძალიან აქტიურად ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებასთან და ასევე, რეგიონულ განვითარებასთან. ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას, რომელიც წლებია, ათ წელიწადზე მეტია უკვე მუშაობს ძალიან აქტიურად საქართველოში დეცენტრალიზაციაზე, რეგიონულ განვითარებაზე და მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებს, მეგობრებს, რომელთა წვლილი ამ პროცესში არის ფასდაუდებელი. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა იმედი, და მინდა ვთქვა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი, მეორე ფაზა იქნება აუცილებლად ძალიან წარმატებული,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.