ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

818

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, რუსთაველის უბანში საავტომობილო გზის პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

რუსთაველის უბანში 3 კმ.-ის მანძილზე დაიგო ასფალტირებული გზის პირველი ფენა და მიმდინარეობს სანიაღვრე არხები მოწყობა.

აღნიშნულ სამუშაოებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი“ასრულებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი დაფინანსებულია  712 000 ლარით.