ჭიათურის მუნიციპალიტეტში თეატრის წინ მდებარე სკვერი რეაბილიტირდება

652

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ჭიათურის მუნიციპალიტეტი ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,ელკანასთან“ და ,,აფხაზინტერკონტი“ ერთად, თეატრის წინ მდებარე სკვერის რეაბილიტაციას განახორციელებს. ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტით გათვალისწინებულია ძელ-სკამების, სანაგვე ურნების, ლაითბოქსის,  Wi-fi, განათების, ქვაფენილის, მემორიალისა და შადრევანის მოწყობა.

აღნიშნული პროექტი  ჭიათურის მერიის სხდომათა დარბაზში განიხილეს, რომელსაც ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე, ეკონომიკის სამსახურის უფროსი გიორგი ბიწაძე ,,ელკანასა“ და ,,აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება და მისი საერთო ღირებულება 47 000 ლარს შეადგენს.