"კინო საქართველოში" ფილმებს ინგლისურ, ან რუსულ ენებზე სუბტიტრების გარეშე აჩვენებენ. ამის გამო მოქალაქეები უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში გამოხატავენ. კინოთეატრში კი განმარტავენ, რომ ჯერ ტესტირების რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
"კინოთეატრი მუშაობს ტესტირების რეჟიმში, ხდება აპარატურის ტესტირება, მათ შორის სუბტიტრების დადების კუთხით. მას შემდეგ რაც ყველა ტექნიკური წუნი აღმოფხვრება, კინოთეატრი გაიხსნება. დღეს, მაგალითად, რაც გადის კინოთეატრში 9 ფილმიდან, 6 ფილმი ქართულ ენაზეა. მალე ყველა ფილმი იქნება ქართულად, ...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა, აქვთ თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, იმერეთისა დასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეების მუნიციპალიტეტებს მიღებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტები და რამდენად ასრულებენ ისინი ამ ვალდებულებას.
როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, უმრავლეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები ინფორმირებულობისა და გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მეტიც რამდენიმე მუნიციპალიტეტს დღემდე არ აქვს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი დადგენილი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი...
მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
► 3 მლნ ლარი გათვალისწინებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“ - მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისათვის.
► 7 მლნ ლარი გამოიყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამისათვის.
► საქართველოს 3700 დასახლებიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს.
მაღალმთიანი დასახლებებისა და...
ზუგდიდელმა ფერმერებმა ტატიანა ბულიამ და ლამზირა რაფავამ თბილისში გამართულ მეწარმეთა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. ფერმერებმა ფესტივალზე თავიანთი წარმოებული თაფლი წაიღეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
"პროექტ Zrda-ს 70%-იანი თანადაფინანსებით შევძელით შეგვესყიდა დედა ფუტკრის რძის საწარმოებელი ინვენტარი, ასევე პროდუქციისთვის შეგვემუშავებინა ახალი ლოგო, დასახელება და მარკეტინგული სტრატეგია. ფესტივალისთვის ყველაფერი ნაჩქარევად და სახლედახელოდ გავაკეთეთ. უკვე შევიძინე უკეთესი ხარისხის ქილები და ეტიკეტისთვის ასევე კარგი ხარისხის ქაღალდი,“ - თქვა...
რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თიანეთში. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მიმდინარე წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თიანეთში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება:
დაბა სიონის საჯარო სკოლაში მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა;
თიანეთის №2 საჯარო სკოლაში მოხდება სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და მოეწყობა პანდუსი;
სოფ. ჟებოტის საჯარო სკოლაში მოხდება სპორტული დარბაზისა და ღობის რეაბილიტაცია;
სოფ. ზარიძეების საჯარო...
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მაისში დასრულდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შალვა ინაშვილის თქმით, პირველი ეტაპი ე.წ. ბულვარისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციას გულისხმობს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
"დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ისტორიული სკვერის, ე.წ. ბულვარისა და ეკლესიის რეაბილიტაციას. ასევე, გზებზე ფილების დაგებას, განათების 160 ლამპიონის დამონტაჟებას და ა.შ....
დედოფლისწყაროში ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაზე 10 000 ლარი დაიხარჯება. პროექტებს "ევროპის ფონდი" და ორგანიზაცია HEKS EPER აფინანსებს. როგორც პროექტის გამარჯვებულები აცხადებენ, წელს ყველაზე მასშტაბური პროექტი სოფელ ხორნაბუჯის რუსულ-ქართულმა საჯარო სკოლამ წარადგინა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
„ხორნაბუჯის სკოლაში ინგლისური ენის კაბინეტი არსებობდა, მაგრამ გაუქმებულია და იქ ერთ-ერთი კლასია შეყვანილი. გვინდა დაიწყოს კლასის რეაბილიტაცია და შევიძინოთ მრავაფეროვნებისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა. მიღებული თანხით იგეგმება...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა ფილიალმა, დუშეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაასრულა. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
სამუშაოების დასრულების შედეგად, დუშეთსა და ჟინვალში 12 453 მომხმარებლისთვის წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე სადრენაჟე სისტემა. წლების განმავლობაში, გაზაფხულზე, წყალმცირობის პერიოდში ქ.დუშეთსა და დაბა ჟინვალს წყალი დღეგამოშვებით - 6 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოების შედეგად დუშეთში სათავე ნაგებობაზე წყლის დებიტი გაიზარდა....
ბათუმის ერთ-ერთი ძველად აშენებულ სახლში მალე სასტუმრო განთავსდება. ბულვარის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ძეგლს, სადაც ათეულობით წლის წინ ქალაქის ხელმძღვანელი ცხოვრობდა, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს კი ფოსტა და სასამართლო იყო განთავსებული, ფასადი და არქიტექტურა უნდა შეუნარჩუნდეს – ეს არის ის პირობა, რისი დაცვის გარანტიითაც გაიცა მშენებლობაზე ნებართვა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
https://www.youtube.com/watch?v=2FonbY_xhXE&feature=youtu.be
მოსამზადებელი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაიწყო. პროექტი ბათუმის მერიასთან შეთანხმებულია. საზოგადოება “ბათომი” მშენებლებს...
ბოლნისსა და დმანისში ტყვიის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 10-ჯერ მეტია. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე კვლევა ჩატარდა. კვლევის სახელწოდებაა "ქვემო ქართლის სამთო მოპოვებითი დაბინძურება". კვლევის ავტორი გურანდა ავქოფაშვილი ამბობს, რომ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში აღებული ნიადაგის და წყლის სინჯები შეისწავლეს.
"21 სოფელში ავიღეთ სინჯები, სადაც მოხდა 43 სასინჯე არეალის გამოყოფა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა დაბინძურებული არეალები, გამოიკვეთა ასევე ის ლითონები...
ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის, „ეი სი თის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, საქართველოს საჯარო სკოლებში, მათ შორის სამეგრელოში, მთავარ პრობლემებად სანიტარული ნორმების დაუცველობა გამოიკვეთა. პრობლებს შორის დასახელდა გაუმართავი ინფრასტრუქტურა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას არათანმიმდევრულობა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
კერძოდ, საჯარო სკოლები სათანადოდ არ სუფთავდება, დამლაგებლების რაოდენობა არასაკმარისია. აგრეთვე, მოუწესრიგებელია საპირფარეშოები. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ სკოლებში არის ტუალეტის სუნი, რადგან ზოგჯერ გოგოებისა და ბიჭების,...
თბილისში შენობის უნებართვოდ გადაღებვა მოქალაქეს 500 ლარი დაუჯდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.
კანონპროექტით, თბილისის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ნაცვლად 200 ლარისა.
200 ლარიანი ჯარიმა იერსახის შეცვლასა და მათ შორის შენობების უნებართვოდ გადაღებვაზე ქვეყნის დანარჩენ ტეროტორიაზე უცვლელად დარჩება.
წინა სტატია
თბილისის ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები ბიბლიოთეკარებისთვის დანიშნული გამოცდის წლის ბოლომდე გადავადებას და ამ საკითხებზე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ მე–60 საბავშვო ბიბლიოთეკის გამგემ, ლელა კვინიკაძემ თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მისი თქმით, მათი აქტიურობის შემდეგ გამოცდის ჩაბარების ვადა ქალაქის ხელმძღვანელობამ ერთი თვის, 29 მაისამდე გადაწია, თუმცა ეს დრო მათთვის მისაღები არ არის.
„ეს არის თბილისის 34 ბიბლიოთეკის მენეჯერის მოთხოვნა, რომ...
თბილისის უბნებში სარეცხის გაფენისთვის ჯარიმების ოდენობა ცნობილია. ინფორმაციას allnews.ge ავრცელებს.
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501 მუხლის შესაბამისად, როგორც დედაქალაქში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით სარეცხის გაფენა ფიზიკური პირის 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, შენობის ფასადზე სარეცხის გაფენის შემთხვევაში პირი 5 000 ლარით ჯარიმდება.
ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ზონად რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, აღმაშენებლის გამზირის,...
წინა სტატია
მე ვთხოვ საზოგადოებას გაცხარება მომიტევოს, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა დღეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვის დროს მომხდარ ინციდენტზე გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციამ კონსტრუქციული, პროფესიული საჯარო განხილვის შეთავაზებაზე არაადეკვატური შემხვედრი ნაბიჯი გადადგა. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.
„მიუხედავად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩემი რეაქციისათვის საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა...
ქობულეთის მუნიციპალიტეტში გელაურის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ინფარსტრუქტურული პროექტის ფარგლებში აჭარის, თხილაიშვილისა და წერეთლის ქუჩებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 770 077 ლარი დაიხარჯება.
„გელაურში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისათვის. დასახლებაში ათწლეულების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































