მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო

778

მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 10 მილიონი ლარი გამოიყო. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

► 3 მლნ ლარი გათვალისწინებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“ – მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისათვის.

► 7 მლნ ლარი გამოიყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამისათვის.

► საქართველოს 3700 დასახლებიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს დაახლოებით ნახევარს.

მაღალმთიანი დასახლებებისა და მათი მოსახლეობისათვის დაწესებული შეღავათების შესახებ იხილეთ ბმული: http://mrdi.gov.ge/ge/news/mountain-law