ბოლნისსა და დმანისში ტყვიის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 10-ჯერ მეტია

1404

ბოლნისსა და დმანისში ტყვიის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 10-ჯერ მეტია. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე კვლევა ჩატარდა. კვლევის სახელწოდებაა “ქვემო ქართლის სამთო მოპოვებითი დაბინძურება”. კვლევის ავტორი გურანდა ავქოფაშვილი ამბობს, რომ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში აღებული ნიადაგის და წყლის სინჯები შეისწავლეს.

“21 სოფელში ავიღეთ სინჯები, სადაც მოხდა 43 სასინჯე არეალის გამოყოფა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა დაბინძურებული არეალები, გამოიკვეთა ასევე ის ლითონები რომელიც ფართოდ არის გავრცელებული და შორ მანძილზე იქნა გადაიტანილი ჰაერის მეშვებობით”,- თქვა გურანდა ავქოფაშვილმა.

მისი თქმით, დიდი პრობლემაა ის, რომ დაბინძურებული წყლით ირწყვება სავარგულები და იქ მოყვანილ პროდუქტს ადამინები საკვებად მოიხმარენ. ღონღაძე ამბობს, რომ როდესაც ჰაერი ბინძურდება, საბოლოოდ ისიც ჩადის ნაიდაგში, მაგრამ მთვარია, რომ ამ ჰაერით ადამიანები სუნთქავენ.

“კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე დიდი მასშტაბი აქვს ჰაერის დაბინძურებას. ჰაერი არის დაბინძურებული მთელ ბოლნისის მუნიციპალიტეტში და დმანისის ნაწილში.  2014 წელს  ტყვიის  კონცენტრაცია რეგიონში,16 მლ/კგ – დან 22 მლ/კგ-მდე  მერყეობდა.  საყდრისის აფეთქებიდან  ექვსი  თვის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.  გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ამჟამად ტყვიის კონცენტრაცია 10-ჯერ და მეტჯერ აღემატება დასაშვებ ნორმებს”, -განაცხადა ალექსანდრე ღონღაძემ.

მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის დამფუძნებელი, ნიკა წიქარიძე არსებულ მდგომარეობაში სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ლაპარაკობს.

“ის, რომ დაბინძურება არსებობს ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი.  სახელმწიფო კერძო კომპანიის იმედზე ტოვებს ისეთ საკითხებს, რომელიც  ადამიანების  ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული.ეს პოლიტიკა მიგვიყვანს იქამდე, რომ  დაბინძურება იქნება მუდმივად, სანამ სახელმწიფო პასუხს არ მოთხოვს კომპანია „RMG–GOLD“-ს”, – განაცხადა ნიკა წიქარიძემ.