საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა ფილიალმა, დუშეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაასრულა. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
სამუშაოების დასრულების შედეგად, დუშეთსა და ჟინვალში 12 453 მომხმარებლისთვის წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე სადრენაჟე სისტემა. წლების განმავლობაში, გაზაფხულზე, წყალმცირობის პერიოდში ქ.დუშეთსა და დაბა ჟინვალს წყალი დღეგამოშვებით – 6 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოების შედეგად დუშეთში სათავე ნაგებობაზე წყლის დებიტი გაიზარდა. მოსახლეობა ყოველდღიურად 16-18 საათიანი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს