რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თიანეთში

950

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება თიანეთში. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მიმდინარე წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თიანეთში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება:

  • დაბა სიონის საჯარო სკოლაში მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა;
  • თიანეთის №2 საჯარო სკოლაში მოხდება სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია და მოეწყობა პანდუსი;
  • სოფ. ჟებოტის საჯარო სკოლაში მოხდება სპორტული დარბაზისა და ღობის რეაბილიტაცია;
  • სოფ. ზარიძეების საჯარო სკოლაში მოხდება სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია;
  • სოფ. ტუშურების საჯარო სკოლაში გარემონტდება შენობის გარე ფასადი და მოეწყობა სკოლასთან მისასვლელი ბილიკი;
  • სოფ. სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში მოხდება სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, განხორციელდება სკოლის ღობისა და ჭიშკრის მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ხოლო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ხარჯები დაიფარება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან.