ზუგდიდელმა ფერმერებმა ტატიანა ბულიამ და ლამზირა რაფავამ თბილისში გამართულ მეწარმეთა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. ფერმერებმა ფესტივალზე თავიანთი წარმოებული თაფლი წაიღეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
“პროექტ Zrda-ს 70%-იანი თანადაფინანსებით შევძელით შეგვესყიდა დედა ფუტკრის რძის საწარმოებელი ინვენტარი, ასევე პროდუქციისთვის შეგვემუშავებინა ახალი ლოგო, დასახელება და მარკეტინგული სტრატეგია. ფესტივალისთვის ყველაფერი ნაჩქარევად და სახლედახელოდ გავაკეთეთ. უკვე შევიძინე უკეთესი ხარისხის ქილები და ეტიკეტისთვის ასევე კარგი ხარისხის ქაღალდი,“ – თქვა ტატიანა ბულიამ.
ზუგდიდელმა მეფუტკრეებმა რამდენიმე წლის წინ კოოპერატივი „ნექტარი 2016“ ჩამოაყალიბეს. ფერმერები საშუალოდ 700- 800 კილოგრამ თაფლს აწარმოებენ სარეალიზაციოდ. ისინი ამზადებენ ასევე ფუტკრის საკვებს და გეგმავენ ფუტკრის მტვერისა და შხამის წარმოების დაწყებასაც.