ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში სასტუმრო განთავსდება

682

ბათუმის ერთ-ერთი ძველად აშენებულ სახლში მალე სასტუმრო განთავსდება. ბულვარის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ძეგლს, სადაც ათეულობით წლის წინ ქალაქის ხელმძღვანელი ცხოვრობდა, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს კი ფოსტა და სასამართლო იყო განთავსებული, ფასადი და არქიტექტურა უნდა შეუნარჩუნდეს – ეს არის ის პირობა, რისი დაცვის გარანტიითაც გაიცა მშენებლობაზე ნებართვა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მოსამზადებელი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაიწყო. პროექტი ბათუმის მერიასთან შეთანხმებულია. საზოგადოება “ბათომი” მშენებლებს მოუწოდებს ობიექტს რომელიც ქალაქის ისტორიას ატარებს მეტი სიფრთხილით მოეკიდონ.