თბილისში შენობის უნებართვოდ გადაღებვაზე ჯარიმა 500 ლარი იქნება

1433

თბილისში შენობის უნებართვოდ გადაღებვა მოქალაქეს 500 ლარი დაუჯდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.

კანონპროექტით, თბილისის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ნაცვლად 200 ლარისა.

200 ლარიანი ჯარიმა იერსახის შეცვლასა და მათ შორის შენობების უნებართვოდ გადაღებვაზე ქვეყნის დანარჩენ ტეროტორიაზე უცვლელად დარჩება.