მუნიციპალიტეტების ნაწილს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი ამ დრომდე არ აქვს მიღებული

853

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა, აქვთ თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, იმერეთისა დასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეების მუნიციპალიტეტებს მიღებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტები და რამდენად ასრულებენ ისინი ამ ვალდებულებას.

როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, უმრავლეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები ინფორმირებულობისა და გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მეტიც რამდენიმე მუნიციპალიტეტს დღემდე არ აქვს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი დადგენილი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ, აღნიშნული ვალდებულება კი დღემდე არ აქვთ შესრულებული:

  • აჭარის შემთხვევაში: ქობულეთის მუნიციპალიტეტს;

  • იმერეთის შემთხვევაში: ხარაგაულის მუნიციპალიტეტს;

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის შემთხვევაში: მარტვილის მუნიციპალიტეტს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი კვლევებისა და რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი მიიღეს ხელვაჩაურის,  მესტიისზუგდიდისხობისა  და სამტრედიის საკრებულოებმა.

მიუხედავად იმისა, რომ ხობისა და სამტრედიის საკრებულების მიერ მიღებული დადგენილებები არ არიან შესაბამისობაში მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, ვფიქრობთ, რომ მათი მიღება წინგადადგმული ნაბიჯია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ხობისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებს გაუზიაროს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები დადგენილების სრულყოფის მიზნით.

აქვე, აღსანიშნავია, რომ აჭარის, იმერეთისა და  სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე უკეთ საჯარო ინფორმაციას აქვეყნებს: აჭარაში – ბათუმის მუნიციპალიტეტი; იმერეთში – საჩხერის მუნიციპალიტეტი; სამეგრელო-ზემო სვანეთში კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს:

  • ქობულეთის, ხარაგაულის, სამტრედიის და მარტვილის მუნიციპალიტეტებს უახლოეს ხანებში შეასრულონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;

  • ასევე ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა/განახლე ოფიციალურ ბა ვებ-გვერდზე.