“კინო საქართველოში” ფილმებს ინგლისურ, ან რუსულ ენებზე სუბტიტრების გარეშე აჩვენებენ. ამის გამო მოქალაქეები უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში გამოხატავენ. კინოთეატრში კი განმარტავენ, რომ ჯერ ტესტირების რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
“კინოთეატრი მუშაობს ტესტირების რეჟიმში, ხდება აპარატურის ტესტირება, მათ შორის სუბტიტრების დადების კუთხით. მას შემდეგ რაც ყველა ტექნიკური წუნი აღმოფხვრება, კინოთეატრი გაიხსნება. დღეს, მაგალითად, რაც გადის კინოთეატრში 9 ფილმიდან, 6 ფილმი ქართულ ენაზეა. მალე ყველა ფილმი იქნება ქართულად, უკვე ჩამოვყალიბდით უკვე ვისთან ვიმუშავებთ დუბლირების კუთხით, ასე რომ ეს დროებითი პრობლემაა”, -განაცხადა კინოთეატრის წარმომადგენელმა ზვიად ნიშნიანიძემ.
ქუთაისში, კინოთეატრი “საქართველო” 16 თებერვალს გაიხსნა.