დღეიდან "სიტი პარკი" თბილისის პარკირების სისტემის მენეჯმენტიდან გადის და მას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კომპანია მზადაა, ეს ფუნქცია თავის თავზე აიღოს. თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღჭურვილი იქნებიან ყველა შესაბამისი ტექნიკით. კალაძის ინფორმაციით, მოქალაქეები ჩვეულებრივ შეძლებენ პარკირების საფასურისა და ჯარიმების გადახდას და ამისათვის უკვე შექმნილია შესაბამისი ვებ-გვერდი. აგრეთვე, ამოქმედდება თბილისის პარკინგის...
გორის საკრებულოს ცნობით, 2018 წელს გორის ადგილობრივ ბიუჯეტში საწვავის ხარჯისთვის მთლიანად 221 000 ლარია გათვალისწინებული. საფინანსო განყოფილების წარმომადგენლების განმარტებით, ამ თანხიდან 16 000 ლარი წინა წლიდანაა შემორჩენილი. ინფორმაციას "რადიო  მოზაიკა" ავრცელებს. "2018 წლის საწვავის ხარჯი 205 000 ლარია, ამ თანხას წინა წელს დარჩენილი 16 000 ლარიც ემატება და ახალ ბიუჯეტში ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა სულ 221 000 ლარს შეადგენს“, -აცხადებენ საკრებულოს...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალ სხდომაზე სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს. საკრებულოს თავჯდომარის თქმით, ეს ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, კერძოდ კი ყრუ-მუნჯ ადამიანებს შეეხებათ. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. „სოციალურ წესში ორი ცვილება შედის, ჩვენ დახმარებას ვაძლევდით უსინათლო ადამიანებს, მათ გარდა ერთჯერადი დახმარების გაცემა მოხდება ყრუ-მუნჯ ადამიანებზე. თავდაპირველად, ეს იქნება 18 წლამდე ასაკის ადამიანებზე გათვლილი. შემდგომ თუ ამ პროგრამამ...
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე შესაძლოა გვირაბი აშენდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთის ტურისტული განვითარების სპეციალურ კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება. ,,გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის შემთხვევაში მოხდება საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა, გეოლოგიური დამუშავება და მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. კახეთი ცალკე ტურისტულ მიმართულებად უნდა ჩამოყალიბდეს. ამ მიმართულებით მთავრობასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოში ბათუმში ზოოპარკისთვის ტერიტორიის განსასაზღვრად პროექტს წარადგენენ. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ზოოკუთხეს 16 ათასი კვ.მ.-მდე მიწის ნაკვეთი უჭირავს. ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს ინფორმაციას. "ზოოკუთხე საჭიროებს შემდგომ განვითარებასა და გაფართოებას,რისი პერსპექტივაც თავისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მას არ გააჩნია - ერთი მხრიდან ესაზღვრება საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები, მეორე მხრიდან ცენტრალურ პარკში არსებული ტბა....
დღეს ლანჩხუთლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამართულ საკრებულოს რიგგარშე სხდომაზე კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას, რომელიც ახალდაფუძნებული ა(ა)იპ-ებისთვის ბიუჯეტების დამტკიცებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. მერიის საფინანსო-საბიოუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების" დაფინანსება 477 233 ლარით, ხოლო ა(ა)იპ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-სამუსიკო სკოლათა გაერთიანების" დაფინანსება 198 600 ლარით...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. აქციის ფარგლებში დასუფთავდა მუნიციპალიტეტის სოფლები, ქალაქის ქუჩები, სკვერები და სხვა ხალხმრავალი ადგილები. დასუფთავების აქციაში, გუბერნატორის ადმინისტრაციის, მერიისა და საკრებულოს შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ. მსგავსი მასშტაბური აქციები მუნიციპალიტეტში პერიოდულად კვლავ გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორს მუნიციპალიტეტების მერებისთვის დავალებების მიცემის უფლება არ აქვს, ხოლო მათთან არსებული სამხარეო საბჭოები მხოლოდ საკონსულტაციო ორგანოებია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ მერებთან თათბირი ჩაატარა და დავალებებიც მისცა. „ყველა პროექტი პირად კონტროლზე აიყვანეთ, სამუშაოები მაქსიმალურად მაღალხარისხიანად უნდა იყოს ჩატარებული. გთხოვთ, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია გქონდეთ ხალხთან, პირადად მიდით ყველა სოფელში, უბანში, რათა მაქსიმალურად გავიგოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე...
ხელვაჩაურის სოფელ ჩელტაში მ​ოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვეს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. აქციის მონაწილეების თქმით, სამარშუტო ტაქსები სოფელში საათში ერთხელ დადიან. აქციას სკოლის ​პედაგოგებიც შეუერთდნენ. "აუცილებელია დამატებით დაინიშნოს სამარშრუტო ხაზი, სოფელში მხოლოდ 147 ნომერი დადის, ისიც საათში ერთხელ მოძრაობს, ამის გამო მასწავლებლებს სკოლაში მისვლა აგვიანდებათ. მინიმუმ ნახევარ საათში ერთხელ დადიოდეს", - ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები. ჩელტაში მცხოვრებლები მგზავრობის ტარიფის თვითნებურ ზრდასაც აპროტესტებენ,  პრობლემის შესახებ მერიაში დაწერეს განცხადება, თუმცა მათი თქმით, "პასუხი...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ხარაგაულის სოფელ ჩრდილში, კაოთის უბანში, გზის 1 300 მეტრიან მონაკვეთი, ხოლო  კოშკის უბანში, გზის 1 100 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოეწყობა. გზის რეაბილიტაცია მაისის შუარიცხვებში დასრულდება. პროექტზე რეგიონული განვითარების ფონდიდან საერთო ჯამში 323 500 ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა 5%-ს შეადგენს.    
თიანეთის მუნიციპალიტეტში წყლის რამდენიმე ჭაბურღილი მოეწყობა. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მიმდინარე წელს, რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 300 000 ლარის ოდენობის თანხა. წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მოხდება რამდენიმე ჭაბურღილის და სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა. 145 000 ლარი გამოყოფილია ღულელების ადმინისტრაციულ ერთეულში ორი ჭაბურღილის მოწყობისათვის, რომელიც თანამედროვე სტანდარტებზე იქნება გათვლილი. ასევე ღულელებში მოხდება სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა. წყაროთუბანში, ხადოელებსა და გუდანელების უბნებზე მოეწყობა მეორე...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში #1 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალასტისა და მყარი ნარჩენებისგან სანიაღვრე არხი გაიწმინდა. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ნალექის დროს სანიაღვრე არხიდან წყალი გადმოდიოდა, იტბორებოდა გზის სავალი ნაწილი და მოსახლეობის ეზოები. სამუშაოები ა(ა)იპ მუნიციპალურმა სერვისმა შეასრულა.
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტს საჩუქრად მყარი ნარჩენების კონტეინერები გადასცა. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი თანამდროვე კონტეინერები უკვე დაიდგა. ორმოცი სანაგვე ურნა ქალაქ წნორსა და მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში ეტაპობრივად განთავსდება. უახლოეს მომავალში სიღნაღის მუნიციპალიტეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებს ყველა სოფელში განათავსებს.
euronews-ის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ გადაცემებს ამზადებს. სამოგზაურო გადაცემა ,,Adventures’’-ის ჟურნალისტები რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით არიან. დეპარტამენტის ცნობით, მათ უკვე იმოგზაურეს მთიან აჭარაში, გადაიღეს სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი და მტირალას ეროვნული პარკი. ჟურნალისტების კამერის ობიექტივში ბათუმი და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც მოხვდა. euronews-ის მილიონობით მაყურებელს აჭარის შესახებ მომზადებული სამოგზაურო ეპიზოდების ნახვა აპრილის ბოლოდან შეეძლება. euronews-ის ჟურნალისტები აჭარას წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ ესტუმრებიან. ზაფხულში...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის მე-10 რიგგარეშე მოწვევის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. სხდომაზე განხილული დადგენილების შესაბამისად, ცვლილება შევიდა ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში. ცვლილების შედეგად ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის კაპიტალური შეკეთების პროექტირებას დაემატა 30 ათასი ლარი. ასევე, გაიზარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯები და შევიდა ცვლილებები ქალაქში 2018 წელს მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კუთხით განსახორციელებელ სამუშაოებში.  საკრებულოს...
ბათუმის სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება. სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ