გორის მუნიციპალიტეტი, წინა წელთან შედარებით, საწვავში 102 759 ლარით მეტს გადაიხდის

1201

გორის საკრებულოს ცნობით, 2018 წელს გორის ადგილობრივ ბიუჯეტში საწვავის ხარჯისთვის მთლიანად 221 000 ლარია გათვალისწინებული. საფინანსო განყოფილების წარმომადგენლების განმარტებით, ამ თანხიდან 16 000 ლარი წინა წლიდანაა შემორჩენილი. ინფორმაციას “რადიო  მოზაიკა” ავრცელებს.

“2018 წლის საწვავის ხარჯი 205 000 ლარია, ამ თანხას წინა წელს დარჩენილი 16 000 ლარიც ემატება და ახალ ბიუჯეტში ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა სულ 221 000 ლარს შეადგენს“, -აცხადებენ საკრებულოს ფინანსურ განყოფილებაში.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს, გორის მერიამ და მუნიციპალიტეტის გამგეობამ სულ 102 241 ლარის საწვავი შეისყიდა. წელს კი ეს თანხა თითქმის გაორმაგებულია.