ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩრდილში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ხარაგაულის სოფელ ჩრდილში, კაოთის უბანში, გზის 1 300 მეტრიან მონაკვეთი, ხოლო კოშკის უბანში, გზის 1 100 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოეწყობა.
გზის რეაბილიტაცია მაისის შუარიცხვებში დასრულდება.
პროექტზე რეგიონული განვითარების ფონდიდან საერთო ჯამში 323 500 ლარი დაიხარჯება.
ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა 5%-ს შეადგენს.