გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში #1 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალასტისა და მყარი ნარჩენებისგან სანიაღვრე არხი გაიწმინდა. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ნალექის დროს სანიაღვრე არხიდან წყალი გადმოდიოდა, იტბორებოდა გზის სავალი ნაწილი და მოსახლეობის ეზოები.
სამუშაოები ა(ა)იპ მუნიციპალურმა სერვისმა შეასრულა.