სიღნაღში მყარი ნარჩენებისთვის ახალი კონტეინერები განათავსეს

791

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ სიღნაღის მუნიციპალიტეტს საჩუქრად მყარი ნარჩენების კონტეინერები გადასცა. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ახალი თანამდროვე კონტეინერები უკვე დაიდგა.

ორმოცი სანაგვე ურნა ქალაქ წნორსა და მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში ეტაპობრივად განთავსდება.

უახლოეს მომავალში სიღნაღის მუნიციპალიტეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებს ყველა სოფელში განათავსებს.