ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მუნიციპალიტეტის სოფლები, ქალაქის ქუჩები, სკვერები და სხვა ხალხმრავალი ადგილები.
დასუფთავების აქციაში, გუბერნატორის ადმინისტრაციის, მერიისა და საკრებულოს შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.
მსგავსი მასშტაბური აქციები მუნიციპალიტეტში პერიოდულად კვლავ გაიმართება.