გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალ სხდომაზე სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს. საკრებულოს თავჯდომარის თქმით, ეს ცვლილებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, კერძოდ კი ყრუ-მუნჯ ადამიანებს შეეხებათ. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
„სოციალურ წესში ორი ცვილება შედის, ჩვენ დახმარებას ვაძლევდით უსინათლო ადამიანებს, მათ გარდა ერთჯერადი დახმარების გაცემა მოხდება ყრუ-მუნჯ ადამიანებზე. თავდაპირველად, ეს იქნება 18 წლამდე ასაკის ადამიანებზე გათვლილი. შემდგომ თუ ამ პროგრამამ გაამართლა, უკვე შეიძლება ასაკის მიუხედავად ყველა ბენეფიციარს მიეცეს ერთჯერადად 200 ლარიანი დახმარება. ასევე, ინფრასტრუქტურის თანადაფინასების პროექტში, სადაც 10%-ის გადახდა ბენეფიციარს უწევს, იმ ადამიანებს, ვინ სოციალურად დაუცველია, მის თანხას გადაიხდის მუნიციპალიტეტი”, – განმარტა დავით რაზმაძემ.