კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე შესაძლოა გვირაბი აშენდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთის ტურისტული განვითარების სპეციალურ კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება.
,,გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის შემთხვევაში მოხდება საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა, გეოლოგიური დამუშავება და მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. კახეთი ცალკე ტურისტულ მიმართულებად უნდა ჩამოყალიბდეს. ამ მიმართულებით მთავრობასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ“, – აცხადებს ქადაგიშვილი.